Tuesday, February 10, 2015

                                                                  სუნთქვა
        სუნთქვა ორგანიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა. სუნთქვის გაჩერება კლინიკურ სიკვდილს იწვევს, სულ რაღაც 5-6 წუთის შემდეგ კი პროცესი შეუქცევადი ხდება. სუნთქვის მექანიზმი კარგად არის შესწავლილი. ჩვენი ორგანიზმის უჯრედები სასიცოცხლო ენერგიას საკვებ ნივთიერებათა დაჟანგვის შედეგად იღებენ, ამიტომაც უჯრედებს მუდმივად უნდა მიეწოდებოდეს ჟანგბადი, სასურველია, მავნე მინარევების გარეშე. ამ უკანასკნელს ორგანიზმიდან ღვიძლი, თირკმელები და სხვა ორგანოები გამოდევნიან. სუნთქვა აირთა ცვლის ფიზიოლოგიური პროცესია. ფილტვისმიერი სუნთქვა ალვეოლების ჰაერიდან სისხლის მიერ ჟანგბადის ათვისება და ალვეოლებში ნახშირორჟანგის (და წყლის) გაცემაა, ქსოვილოვანი, ანუ შინაგანი სუნთქვა კი ქსოვილების მიერ სისხლიდან ჟანგბადის ათვისებას და მასში ნახშირორჟანგის გაცემას გულისხმობს. ფილტვისმიერი სუნთქვისგან განსხვავებით, ფილტვების ვენტილაცია (გარეგანი სუნთქვა) გარემოს (ატმოსფეროს) და ალვეოლებს შორის ჰაერის გაცვლა-გამოცვლაა. ვენტილაციის მექანიზმს საფუძვლად უდევს სუნთქვითი აქტი, რომელიც ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვისგან შედგება. ამაში მონაწილეობს: დიაფრაგმა, ნეკნები, მკერდი...
      ძირითადა არსებობს სუნთქვის სამი სახეობა :
- მკერდ ქვედა სუნთქვა
-
დიაფრაგმული სუნთქვა
-
მუცლისმიერი სუნთქვა
ყველაზე კარგი და ასე ვთქვათ სასარგებლო სუნთქვაა მუცლისმიერი სუნთქვა, რომელიც შედეგნაირად ხორციელდება ჩასუნთქვა გრძელდება დაახლოებით ერთი წამი და ამ დროს ფართოვდება როგორც გულმკერდი ასევე მუცელი, ჩასუნთქვის შემდეგ დაახლოებით ნახევარწამიანი პაუზაა და შემდეგ ხდება ამოსუნთქვა დაახლოებით ერთი წამი და ამ დროს გულმკერდი და მუცელი კვლავ საწყის პოზიციას უბრუნდება.



სასუნთქი სისტემა ადამიანის ორგანიზმში


        ფილტვების ვენტილაცია დამოკიდებულია სუნთქვის სიღრმესა და სიხშირეზე, რომელიც ცნობიერად თუ ქვეცნობიერად ორგანიზმის მოთხოვნილებათა შესაბამისად რეგულირდება. ჩვენს ორგანიზმს ყველაზე მეტად უხდება შენობა-ნაგებობების გარეთ არსებული სუფთა ჰაერი, რომელიც შეიცავს 20,9% ჟანგბადს, 0,03% ნახშირორჟანგს, 79,1% აზოტსა და მცირე რაოდენობით კეთილშობილ აირებს.
       სუნთქვის პროცესი წვრთნას ემორჩილება. ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის სიღრმე და ხანგრძლივობა, ასევე - პაუზების ხანგრძლივობა ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის შემდეგ. შეგვიძლია ვისუნთქოთ ერთი ან ორივე ნესტოთი, მათი მონაცვლეობით ან პირით. სუნთქვა და პაუზები დამოკიდებულია აგრეთვე სხეულის მიერ მიღებულ პოზაზე. პარამეტრები, რომლებითაც ფილტვების მდგომარეობას აკონტროლებენ, სუნთქვის სიხშირე და ფილტვების სასიცოცხლო ტევადობაა.
სუნთქვის სიხშირე
                                                                
     ზრდასრული ადამიანის  სუნთქვის სიხშირე წუთში 10-დან 18-20 ჩასუნთქვა-ამოსუნთქვამდე მერყეობს, ახალშობილისა კი 40-დან 50-მდე. სუნთქვის სიხშირე მაჯისცემასთან ასეთ თანაფარდობაშია - 1:4. ქალი უფრო ხშირად სუნთქავს. სუნთქვა ხშირდება მოძრაობის, ჭამის, აღელვების, გარემოს ტემპერატურის აწევის დროს. დაჟინებული წვრთნა იოგებს საშუალებას აძლევს, წუთში 2-4-ჯერ ისუნთქონ. სუნთქვა შეიძლება გაიშვიათდეს ან გახშირდეს. გაიშვიათება ანუ ბრადიპნოე მოსალოდნელია შხამიანი ნივთიერების ზემოქმედების (მოწამვლა, თირკმლის ფუნქციის უკმარისობა, დიაბეტური ან ღვიძლის კომა) ან ქალასშიგა წნევის მომატების (ტვინის სიმსივნე, სისხლის ჩაქცევა) დროს. ბრადიპნოესაგან განსხვავებით, ოლიგოპნოე სუნთქვის წუთმოცულობის შემცირებაა. სუნთქვის გახშირება ანუ ტაქიპნოე ვითარდება სისხლში ჟანგბადის უკმარისობისა და ნახშირორჟანგის დაგროვების შედეგად. ფიზიოლოგიურად ის ფიზიკური დატვირთვისა (დაქანცვის) და ემოციების შემთხვევაში აღინიშნება.

სუნთქვის საინტერესო ასპექტები 

       ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა ფილტვების მოქნილობის მაჩვენებელია. ის დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე, სქესზე , სხეულის ზომებზე,  მდებარეობასა და ნავარჯიშეობაზე. მაგალითად, 180 სმ სიმაღლის მამაკაცის ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა საშუალოდ 4,5 ლიტრს შეადგენს, ნავარჯიშები მოცურავის ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა კი ზოგჯერ 8 ლიტრსაც აღწევს. თუ მოსვენებისას სუნთქვის წუთმოცულობა საშუალოდ 7 ლიტრია, ფიზიკური დატვირთვისას ის შესაძლოა 120 ლიტრს გაუტოლდეს.
      არტერიულ სისხლში ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ოპტიმალური ბალანსი სწორედ სუნთქვითი ვარჯიშებით შეგიძლიათ შექმნათ. სუნთქვის ვარჯიშების შესრულების დროს მთავარი მიზანი სწორედ სისხლში ნახშირორჟანგის დაგროვებაა. დადგენილია, რომ ზედაპირული და შედარებით ნელი სუნთქვა სიცოცხლის ხანგრძლივობას 20-30 წლით ზრდის, რადგან ხელს უწყობს აირთა ცვლას და აფერხებს სხვადასხვა დაავადების განვითარებას. შედეგად, გარდა იმისა, რომ უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლის  პროცესები, ძლიერდება (ისევე როგორც შიმშილობისას) იმუნური სისტემაც. ნახშირორჟანგის უკმარისობა, რომელიც პირით ღრმა და ხშირი სუნთქვით არის  განპირობებული, იწვევს სისხლძარღვთა სპაზმს და ბრონქების შევიწროებას. სისხლძარღვთა სპაზმის გამო იმატებს არტერიული წნევა, ვენური სისხლის ნაკადი მცირდება. სისხლის შეგუბება კი სხვადასხვა პათოლოგიას აძლევს დასაბამს. ფილტვებმა აირთა ცვლა სრულფასოვნად რომ განახორციელონ, აუცილებელია, ნელა ვისუნთქოთ, ანუ ნელა ჩავისუნთქოთ და ნელა ამოვისუნთქოთ. ამასთან, ამოსუნთქვის შემდეგ ძალდაუტანებელი პაუზა ყოველთვის სასარგებლოა.
      გარდა ამისა, სუნთქვის ვარჯიში საუკეთესო საშუალებაა ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და ემოციების კონტროლისთვის.

     ასე რომ, გახსოვდეთ სწორი, ჯანსაღი სუნთქვის მნიშვნელობა და ნუ დაიზარებთ, ავარჯიშოთ ის საგანგებოდ შემუშავებული მეთოდებით.

No comments:

Post a Comment